ფუმფულა და საყვარელი

Sunday, November 29, 2009


ფუმფულა და საყვარელი.

აი, ჩემი ადამიანური შეფასება მის მიმართ..

ამ ფუმფულა და საყვარელი ადამიანის მეტი ფოტო ვერ ვნახე ინეტში, სამწუხაროდ, მაგრამ ფოტოც რომ ვერ მეპოვა,მასზე საუბარში ხელს მაინც არაფერი შემიშლიდა..

ძალიან დიდი სიმპათიებით ვარ ამ ადამიანის მიმართ განწყობილი.

ჯერ ერთი, მართლა ნიჭიერი კაცია და მის სპექტაკლებს ეტყობა..

რაც ნანახი მაქვს, ყველა სპექტაკლით აღფრთოვანებული ვარ..

საერთოდ, სკეპტიკოსი გახლავართ და ჭოლას პირველი სპექტაკლს ნახვის შემდეგ, საკუთარი რეაქციით ვიყავი გაკვირვებული, ვიფიქრე, ან სიცხე ხომ არ მაქვს, ან ხომ არ ვკვდები-მეთქი რადგან, როგორც წესი, ნებისმიერ სფეროში ახალი ფიგურების გამოჩენას სკეპტიკურად ვუყურებ..

მაგრამ არა ლევან წულაძეს..

(ნუ, პრინციპში, რაღა ახალგაზრდა, ჩემზე სამჯერ უფროსია მგონი...)

ჰოდა, რა დასამალია, აქვე მინდა ვაღიარო, რომ ჯეოსტარს სწორედ ლევანის გამო ვუყურებ..

უნდა ნახოთ, როგორ ვიბადრები, ეს ფუმფულა და საყვარელი რომ მოკროფონს აიღებს ხელში და იწყებს:

"ძვიირფასო N, დღეს არაჩვეულებრივი იყავით სიმღერაში, მაააგრამ, ცოტა_ცოტა გვაკლია სცენური მოძრაობები, აი,  ცოტა-ცოტა, ბევრი არა.."

და მერე რაღაც საყვარლად რომ დუდღუნებს ხოლმე, სანამ სიტყვებს ამოღერღავს.. 

ჰოდა, ძალიან ჰუმანური, ფუმფულა და საყვარელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემზე.. 

ჯეოსტარში, კომენტარებს რომ აკეთებს და იბნევა, სულ მინდა, რომ ჩავეხუტო ხოლმე, ისეთი საყვარელია, ან სახლში წამოვიღო და პიანინოს თავზე შემოვსვა..

და თან, ნიჭიერია და ეს ყველაზე მნიშნველოვანია.. 

რამდენჯერ ვახსენე ამ პოსტში უკვე ფუმფულა და საყვარელი, არ ვიცი, მაგრამ მართლა ფუმფულა და საყვარელ თემაზე ვწერ, ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში ასეა.. 

მოკლედ, ჯეოსტარისა რა ვთქვა, მაგრამ წარმატებებს ვუსურვებ ამ ადამიანს, მთელი გულით ველი ახალ-ახალ სპექტაკლებს და ვიცი, რომ არასოდეს დამენანება მის სპექტაკლში გადახდილი ფული..

ჰმ, ფუმფულა და საყვარელი.. :*

პოსტი მაკულატურიდან

Saturday, November 28, 2009


მე ვუბრუნდები ისევ ჩემს ძველ ჟურნალებს და იქ მოძიებულ საინტერესო ინფორმაციებს.

დღეს მინდა შემოგთავაზოთ გალაკტიონის "მერის" თანამედროვე ინტერპრეტაცია...

ლექსის ავტორის ვინაობა ჩემთვის უცნობია, თუმცა ლექსის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კარგი ტიპი უნდა იყოს.. :)

რომ წავიკითხე, მივხვდი, რამდენი დრო გასულა მას შემდეგ, რადგან ლექსის დაწერის პერიოდში, ვიღაც კეთილი ადამიანი რომ ტვინს ანთხევდა კომპს (ან გაზეთის ნაგლეჯს), სანეტი სანეტობდა, კომპიუტერი თუ გქონდა სახლში, მაგარი ტიპი იყავი და შუშის ათტონიანი მონიტორი გედგა..

ჰოდა, ამ ლექსის კითხვის პროცესში ამ მოგონებებმა რომ შემაწუხა, მერე ხერხემალიც ამიცახცახდა, რადგან მახსოვს, 2006 წელს საერთოდ არ ვიცნობდი კომპიუტერს და, შესაბამისად, ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი, რომელსაც უყვარს გარშემომყოფები..

ახლა..

ახლა კი.. 

ეჰ.. :საკუთართავზეხელისჩაქნევისსმაილი:

მაშ ასე, შემოგთავაზებთ ლექსს და მე მოვრჩები ტლიკინს.

                            მერი XXI საუკუნეში

შენ ჩათაობდი იმ ღამეს, მერი.

მერი, იმ ღამეს სანეტმა ჭედა.

ჯერ კომპიუტერს ეძახე შტერი, 

მერე ინტერნეტს აგინე დედა.

აფეთქებული და მოცახცახე 

კლავიატურას თითებს აჭერდი.

და არ გესმოდა მეზობლის რჩევა:

"არ ჩაირთვება გოგო, გაჩერდი!"

ლოთებთან ვიღაც კაცი გოდებდა,

ხელში ეჭირა ათასი ვარდი.

შენ ის კაცი არ გეცოდებოდა

გალაკტიონს კი მაინც უყვარდი.

სახლიდან გასულს ჩქარი ნაბიჯით

ქარი მას შენკენ მოაქანებდა.

შენ უარყავი იგი, რა ბიჭი,

მას თითქმის ყველა ქალი დანებდა.

შენ წამოწექი მაგარ დივანზე

და ფიქრს უწყვეტელს მიეცი თავი.

რაღაც აფეთქდა შენს აივანზე

და წინათგრძნობა გაგიჩნდა ავი.

გალაკტიონმა "ხლაპუშკა" გტყორცნა

და გაგახსენდა ის ცივი დილა.

მას რომ უნდოდა ტუჩებში კოცნა 

და შენ კი მწარედ გაარტყი სილა.

ამ დროს ჩაირთო კიდეც სანეტი,

აენთო ღამით ბნელი ქუჩები.

მოგიახლოვდა გალაკტიონი

და შეეწებნენ თქვენი ტუჩები.

Allein

Friday, November 27, 2009

ჰხო, დღეს სადიპლომო თემა ავიღე..

იმ ლექტორთან, რომელმაც იცის, რითი ვარ გატაცებული და თემაც სათანადო შემირჩია.

მოკლედ, მომავალი წლის ივნისში, ჩემი დიპლომი უნდა დავიცვა ბლოგებზე, ფორუმებსა და სოციალურ ქსელებზე, ერთი სიტყვით, თანამედროვე მედიაზე საუბრით.

ორი ვარიანტი მაქვს, ან უნდა დავწერო ან ახალი ბლოგუნა გავაკეთო მთელი თავისი თვალსაჩინოებით და, რაც მთავარია, ორიენტურებული უნდა იყოს რომელიმე კონკრეტული თემის ირგვლივ..

არ ვიცი რას ვიზამ, ალბათ, ორივეს გავაკეთებ და მერე რომელიც უკეთესი იქნება, იმას გავიტან დაცვაზე..

მოკლედ, თემა ძალიან კარგი შემხვდა, უახლოეს მომავალში დავიწყებ ძებნას თემატური, პროფესიული ბლოგებისას და კარგად ჩავუჯდები..

მანამდე, ვიფიქრე, საგამოძიებოში ეროვნულ მოძრაობაზა გავაკეთებდი, მაგრამ მერე ლექტორმა მითხრა, შეიძლება რაღაც ნიუანსი არ გქონდეს და ამის გამო პრობლემები შეგექნმასო..

ამ საკითხს ჩემთვის მაინც ვაპირებ ბოლომდე ჩავყვე, მაინტერესებს ძალიან..

ჰხო, დღეს მარტო დავრჩი.. 

ჩეემი ბავშვუკები ალბათ უკვე თვითმფრინავში სხედან.. :)

როგორ მომენატრებიან, მაგრამ რა კარგია, რომ იმელი არსებობს და თან, ეს ყველაფერი მხოლოდ 10 დღე გასტანს.. :)

აი, კვირის ბოლოა და კაპიკი ფული აღარ მაქვს..

აი, ისე მიკვირს რას ვუშვრები..

ლამისაა აღრიცხვა გავაკეთო..

ასე გამოყვლეფილი ვარ ყოველი კვირის ბოლოს..

და იმ კვირის ამბები რომ მახსენდება კიდევ, წინ რომ მელის, ლამისა მართლა თავი მოვიკლა.. :(

სამგზავრო თანხაც საერთო ყულაბიდან უნდა ამოვიღო.. 

თამო, აუცილებლად ჩავდებ მანამდე, სანამ დაბრუნდები.. :)

ჩემი ნოემბერი

Thursday, November 26, 2009

ახლა შემოვედი სახლში..

რა მაგარი ამინდია გარეთ..

მიყვარს ასეთ ამინდში ხეტიალი, საღამო რომ არის, ფოთლებს რომ ქარ აფრიალებს და მტვერი და უბედურება სახეში რომ გეყრება..

რატომღაც თავი მყუდროდ მგონია ხოლმე.. 

ბევრისგან გამიგია, რომ ზამთარი და ამგვარი ამინდები არ უყვართ, მე კი მგონია, რომ ყველა სეზონს თავისი ხიბლი აქვს..

არ მესმის, რა ჯობს იმას, რომ სიცივიდან შენს მყუდრო და საყვარელ სახლში მოდიხარ, ჩაის სვამ და რამეს კითხულობ..

ან შუქს რომ ჩააქრობ და ფანჯრიდან იყურები..

აუ, რა მაგარიაა!..

აი, ისეთ ამინდებში დღეს რომ არის თბილისში, თავი მისტიკურ ზღაპარში მგონია..

შეიძლება დებილობებს ვლაპარაკობ, მაგრამ მართლა ასე მგონია და ძალიან მიყვარს, როცა ასე მგონია.. :)

აუ, ძალიან მაგარია..

გავედი ახლა, ტელევიზორს ჩავუჯდები და ჩაის დავლევ.. :)

დიდი უზრდელი პოსტი

Wednesday, November 25, 2009

ესეც ასე, ჩაი დავდგი, პირი მაკარონით მაქვს გამოტენილი და ვიწყებ შესაბამისი პოსტის წერას პატარა შესავლის შემდეგ.

სახლში მაქვს უამრავი ძველი ჟურნალი ”რეიტინგი”..

ჰობი კი არ მქონდა მაგისი შეგროვების..

არ დამცინოთ და, ”ეტალონში” მინდოდა მონაწილეობა, რას ვიზამთ, 50 ლარი ჰაერივით მჭირდებოდა..

წინა შაბათ-კვირას, უინტერნეტობის გადამკიდემ, ეს ჟურნალები გადმოვქექე და ვათვალიერებდი, ჰხოდა, საინტერესო რაღაცებს წავაწყდი და მინდა გაგიზიაროთ ჩემებური კომენტარებით.

გამომდინარე იქიდან, რომ რაოდენობა დიდია, ამ პოსტს რამდენიმე ნაწილად შემოგთავაზებთ..

1) ძველ ეგვიპტეში ერთი ტრადიცია არსებობდა: სანდლის ლანჩაზე მტრის გამოსახულებას ხატავდნენ, რათა მისი ღირსება ფეხქვეშ გაეთელათ (და მერე მიმტკიცებენ, რომ ამ პრიმიტივებმა ააგეს პირამიდები?!);

2) ფრანგულად "guelle de bios"(ხის სიფათი), გერმანულად "katzen jammer"(კატის ტირილი) , პორტუგალიურად "ressaca"(უკუსვლა), ნორვეგიულად "jeg her tommermen" (დურგლები თავში), ქართველები ამას ნაბახუსევს ვეძახით (ჯერ ერთი, პახმელიას და, მეორეც პახმელიას);

3) ბელადის შუბი, სტელაგმიტი, იმპერატორის კვერთხი, ჯადოქრის ჯოხი.. ”სიმბოლოთა ენციკლოპედიის” მიხედვით, მისი ყველაზე მარტივი სახე ვერტიკალური შტრიხია (და ეს ყველაფერი ისეთ უზრდელობას აღნიშნავს, რომ კლდემამოსილი ქალიშვილი ვერ გაიმეორებს.. :ამაყისმაილი:);   

4) 1978 წელს ამერიკელმა ჯონი დელმა დამყარა უცნაური რეკორდი : ისროლა ქათმის კვერცხი 98,51 სმ-ის სიმაღლეზე. ამ ამბიდან რამდენიმე წამის შემდეგ მისმა მეგობარმა კიტ გოლასმა ამაზე უფრო უცნაური რეკორდი დაამყარა: მან ეს კვერცხი დაიჭირა (ვაიმე, ნეტა ამათ მოღუნულ ტვინში ჩამახედა რა..);

5) ტიბეტში გამოყოფილი ენა ნიშნავს: ”ცუდს არაფერს გაგიკეთებ, მშვიდად იყავი” (დაახლოებით, ხანჯლის პონტია, შუაში რომ იდებდნენ ქალი და კაცი.. ისე, მისი მნიშვნელობა ადრე ვიცოდი.. ჰო, ანუ, ღამე ეტყობა, გამოყოფილი ენით სძინავთ.. :უცოდველისმაილი:)

6) ყველაზე პატარა სახელმწიფო სულიერ რაინდთა მალტის ორდენია, რომელიც რომში, ვია კონტას ქუჩზე ერთ სახლშია განთავსებული და 1118 წელსაა დაარსებული (გული მაქვს ჩათუთქული. ჩემმა ხერხემალმა კი ისე განიცადა, ცახცახის უნარი დაკარგა და მისაყვანი მყავს ხერხემალოლოგთან.. :უსერ:);

7) როცა გორილა ძალიან ბრაზდება, გარშემომყოფებს ენას უყოფს (აი, ასე,   აი, ზუსტად ასე .. ხედავთ, რომ ეს თეორია ამტკიცებს იმას, რომ გორილა ჩვენი ბაბუის ბაბუაა?! უზრდელებო თქვეეეენ!..    არ იცით წინაპრის პატივისცემა!);

8) სამაგიეროდ, ნიანგს ენის გამოყოფა არ შეუძლია (ანუ, ნიანგთან ისტორიულ-გგენეტიკური ფესვები არ გვაკავშირებს :შვებითამოსუნთქვისსმაილი:);

9) მსოფლიოში არსებული ქსეროქსების 11% იმის გამო ფუჭდება, რომ ადამიანები მასზე დაჯდომასა და სხეულის სხვადასხვა ნაწილების კოპირებას ცდილობენ (ეჰ, რამდენი ჯაბა ქარსელაძე დადის თურმე მსოფლიოში ჩუნგ ლიში, ადამ ბრაიანში, ხუან ველასკესსა და აბიბ ალ მუჰამედ ნასრიში განხორციელებული);

10) მეცნიერები დღემდე შეისწავლიან ალბერტ აინშტაინის ტვინს და ცდილობენ, მისი გენიალობის მიზეზები აღმოაჩინონ (ვირთხებო თქვეეენ!, რატომ ბილწავთ მიცვალებულის ორგანოს? ჰხა? უზრდელებო და ათეისტებო!. კი არა, მანამდე არაფერი ეტკონოთ, სანამ არ დაასკვნიან ჰერ აინშტაინის ტვინიკოსობის ამბებს);

ამჟამად, ეს ათი ცნობა იკმარეთ..

რაღაც ვერ ვიხუმრე ჩვეულ რიტმში, ”ეროვნული მოძრაობის” ამბებს ვარ გადაყოლილი და მძიმე მუხტი გამომყვა ეტყობა (როდის იყო ეს ჩემზე მოქმედებდა, მაგრამ ქართველი ვარ და აბა ვის დავაბრალო, სახლშიც მარტო ვარ);

კიდევ მაქვს ამ ციკლიდან საინტერესო და გაცილებით სახალისო ამბები, ჩემი კომენტარები რომ არ სჭირდება, ისეთები..

დავჯდები მერე, ხვალ ან ზეგ და იმათაც შემოგთავაზებთ..

მანამდე ამათ გადახედეთ..

გავალ ახლა, მაკარონიან თეფშს გავრეცხავ და მეხუთე ჭიქა ჩაის დავლევ..

ჭკვიანად იყავით, ერთმანეთს ნუ დაერევით, გარებიძაშვილები ხართ მაინც..   

ჰხო, გავეთრიე ახლა, თორემ დამრჩება ჩაი დასალევი.. 


P.S. ზემოაღნიშნული ფოტო ტვიტერს კი არა, ჩანჩალისტთა სექტის პირველ წევრებს ეძღვნებათ, რომელთა რაოდენობა ზუსტად შეესაბამება ფოტოზე გამოხატულ ჩიტუნების არითმეტიკულ ჯამს..   

ვაიმე, მეც კარგად მყავს ოფოფები საფეთქელთან..

რამდენი სისულელე ვიბოდეეე!..   

ჩემი სკანდინავია

Tuesday, November 24, 2009

ალბათ ბავშვობაში ყველას გვიოცნებია კარლსონისნაირ მეგობარზე, პეპისთან ერთად ველურების კუნძულზე ცხოვრებაზე, ლასესთან, ბოსესთან და ულესთან ერთად კი კამანჩების ტომზე ნადირობასზე, აი, ჩორვენთან კი სალტკროკაში დაჭერილი უხას ჭამაზე..

დედა, მამა, რვა შვილი და საბარგო მანქანა არ უნდა დავივიწყოთ, შვილებს რომ ერთმანეთის გამონაცვალი ტანისამოსი ეცვათ..

ოო,  როგორ მეცოდებოდა მორტენი. ის ხომ ნაბოლარა იყო..

არც გოგონა ავრორას დავიწყება გვმართებს ”ც” კორპუსიდან..

ახლა ვხვდები, ამ ნაწარმოებში როგორი ფემინისტური მუხტი დევს..

მაჭკატების ჭამაზე არ გიოცნებიათ?

ხორციანი გინდათ თუ კარტოფილის?

ან კიდევ, შემწვარ გუფთაზე, კარლსონი რომ ბიჭუნას ოთახში მიირთმევდა ფრენის თანხლებით..

რა იტყვით ლინასა და დედას მიერ დამზადებულ შინაურ ძეხვზე, რომელიც მოცვით არის შეზავებული?

ემილი ძალიან ხშირად ჭამდა მას..

ფუნთუშებზე რას იტყვით, ევა-ლოტას მამა რომ აცხობდა, ევა კი კალესა და ანდერსთან ერთად, თავის ეზოში გაბმულ სახელდახელო ჰამაკზე მიირთმევდა?!

რა დაძაბული მომენტებია ამ წიგნში გახსოვთ?

მწვანე გაბარდინის შარვალი?

და ის, ”აა, წუპაკო ძაღლო, ხომ წაგასწარი დანაშაულზე?”

წუპაკი ძაღლი კი თეთრი ვარდების ერთ-ერთი წარმომადგენლის მამაა, რომელიც ავადმყოფ მოხუცს სინჯავს..

ალისფერი და თეთრი ვარდების დაპირისპირებაც გეხსომებათ..

არა, ის ასწლიანი არა, ეს, ჩვენი.. სკანდინავიური..   

და ქაჯური?.

რა დასამალია, თავის დროზე ეს ენა გავაპროტესტე, იმიტომ, რომ ფ-ზე იყო აწყობილი, მე კი კ-ზე ვმეტყველებდი და ვერ ვეგუებოდი..

საერთოდაც, ვერასოდეს ვეგუები, როდესაც მეწინააღმდეგებიან..

მოდი, რალფს წავყვეთ საყიდლებზე..

აბაზანას ათვალიერებს აგერ უკვე მერამდენე დღეა, მაგრამ სად დაამონტაჟონ, მათ ხომ მხოლოდ ერთოთახიანი ბინა აქვთ და ათნი ცხოვრობენ.

აი თავსატეხი!.

კედლის საათი?

მილიონჯერ ჩამიქრია შუქი სახლში, ფანჯრის რაფაზე შემოვმჯდარვარ და გარეთ ხალხსა და მანქანებს დავკვირვბივარ..

მართლა რა მაგარია!

სევდიანია რასმუსისა და ოსკარის ამბავი, მაგრამ ხომ მიანც კეთილად მთავრდება?

გული მწყდებოდა გოგონა ავრორაზე, დედის მაგივრად მამა რომ უცხელებდა გუფთას..

და კარლსონის ხუთერიანი მონეტები?!

აი, ესაა ჩემი სკანდინავია..

ის, რაც ამ ნახევარკუნძულის ხსენებაზე პირველად ამომიტივტივდება თავში.

ალბათ, ისე არ მოვკვდები, რომ სკანდინავიას არ ჩავაკითხო..

რომ არ შემოვიარო სტოკჰოლმის მრავალსართულიანი შენობების სახურავები საკვამურის უკან მიყუჟული კარლსონის სახლის ძებნაში, ნორვეგიის ტყეები რომ არ გადავაქოთო რვა ბავშვისა და მათი ძროხის ძებნაში და გოგონა ავრორას ძმის სეირნობაში რომ არ დავეხმარო. იმ ძმისა, სახელი სოკრატეს პატივსაცემად რომ დარქვეს..

ჰო, ესაა ჩემი სკანდინავია..

ხსენებაზეც რომ ბავშვობის საყვარელი წიგნებით ვივსები..

და მე ღრმად მწამს, რომ არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომლის მკვიდრთაც სკანდინავიაზე მსგავსი მოგონებები არ ამოუტივტივდებათ თავში..    

იიიიიისაააა...

Monday, November 23, 2009

გინახავთ ”ლონდონელი ვირთხები?” 

მე რამდენიმე ხნის წინ ვნახე და ალბათ, არც არასოდეს ვნახავდი, ჩემს მეგობრებს რომ არ წაეღოთ ტვინი, აუცილებლად ნახეო..

იქ ორი საყვარელი მატლია და სიყვარულზე მღერიან. არ ვიცი წერით რამდენად გამომივა, მაგრამ, დაახლოებით, ასე ჟღერს:

”სიყვაააარულიიიი, სიყვაააარულიიიიი..’’

და მერე:

”მააკოოცეეეეე, მააააკოოცეეეე...”

და ბოლოს იცით რა ხდება?

ზედმეტი სიყვარულისაგან კოცნის პროცესში ერთ მატლს მეორე გადაეყლაპება.. 

რატომ მოვყევი და..

ისა..

არ ვიცი, რა ჰქვია ამას..

გამოხატვის თავისუფლების არარსებობა თუ წინა ცხოვრებაში მივქარე რამე (სხვათაშორის, მჯერა წინა ცხოვრების და რეინკარნაციის)..

აი, ვერასოდეს ვერ გამოვხატავ სიყვარულს. თვით ყველაზე ახლობელი ადამიანების მიმართაც კი.

სულ ძალიან მრცხვენია...

შეიძლება იმისაც კი მრცხვენია, რომ მიყვარს..

აი, ოჯახის წევრებზეც ასე ვარ..

(დაცინვებს არ ვართ) :უსერ:

ზოგჯერ ჰგონიათ, რომ მე საერთოდ არ მაინტერესებს ისინი, არადა, შეიძლება მთელი დღის განმავლობაში მათზე ვფიქრობდე, მაგრამ ხომ ვერ ვეტყვი ამას?!

აი, მაგალითად, ბიძაჩემი სიგიჟემდე მიყვარს, მაგრამ ვერც ვეუბნები და ვერც გამოვხატავ..

მრცხვენია ხოლმე..   

ერთხელ ვუთხარი, ადრე, რომ ძალიან მიყვარხარ-მეთქი და მახსოვს, როგორ გაუხარდა..

მე კიდევ ძალიან შემრცხვა..    

ცუდი თვისებაა ეს, ვიცი, მაგრამ რა ვუყო ჩემს გასიებულ თავს?..    

ჰო, და კიდევ ერთი, რაზეც ძალიან მეცინება, მაგრამ არამგონია სასაცილოდ მქონდეს საქმე, თუ ვინმე მომწონს (ათ წელიწადში ერთხელ :უსერ: ), შემიძლია სახლში ბომბი შევუგდო, ან სკამზე ჭიკარტო დავუდო რომ დაჯდება, ან..

ან სხვაგვარად, ბოროტად გავეხუმრო..

ისე ბოროტად, ხუმრობა რომ აღარ ჰქვია..

კიდევ, შემიძლია ჩემში არსებული გროტესკულობა (ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივი) მთელი თავისი ძალით დავაფრქვიო თავზე და...

ჰხოდა, საერთოდაც, იმის თქმა მინდა, რომ ეტყობა ცუდი ადამიანი ვარ..

ან კიდევ (უფრო უარესი), კონპლექსებით გატენილი..   

ახლა რაღა დროს ჩემი გამოსწორებაა?!    


პ.ს. გორში წვიმდა სასტიკად, თან ქარიც ქროდა, და ისე იუზრდელა ამ ქარმა, რომ ტელეფონის ხაზი გაწყვიტა..

მართალია, ყურებმა დაისვენა გამკინავი ზარისაგან წუთში 12257856-ჯერ რომ რეკს, მაგრამ ინტერნეტი რომ არ მქონდა?!    

თან ისეთი საძაგელი კაცია ხაზების გამკეთებელი, კუდში უნდა სდიო, რომ მოვიდეს და მიხედოს საქმეს..

კარგი, ინტერნეტი ჯანდაბას, მაგრამ ეს ტელეფონი ოჯახის ყველა წევრს სჭირდება ჩემ გარდა.. 

მოკლედ, ეჭვი მაქვს, უახლოეს დღეებში სპირიდონას საქმეს ინტერპოლს გადავცემთ..   

 
გიყვარდეთ ჩემნაირები!..... Design by Pocket